მოქმედი მოსამართლეები
გიორგი მოდებაძე
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრიდაიბადა 1987 წლის 11 დეკემბერს ზესტაფონში.
დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობის სპეციალობით (2005-2009 წლებში).
2007 წელს ჩააბარა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის გამოცდა.
2010 წელს იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის სპეციალისტი.
2010 წელს ჩააბარებული აქვს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის, მოსამართლის თანაშემწის გამოცდა.
2010-2011 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის მდივანი.
2011-2016 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ.
2016-2024 წლებში ეკავა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამდივნოს უფროსის თანამდებობა.
2014-2018 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ ორგანიზებული არაერთი ტრენინგის მონაწილე და მომხსენებელი.
2018 წელს იყო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) სერტიფიცირებული მოხელე - ,,საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის სიახლეები და კორუფციის პრევენციის მექანიზმებში’’;
2021 წელს - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) სერტიფიცირებული მოხელე - ,,ლიდერობა და მართვა საჯარო სამსახურში’’;
2024 წელს მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მენეჯერის თანამდებობაზე.
2024- 2025 წლებში იყო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე.
2025 წლის 23 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების - №243 საფუძველზე დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად. ამავე წლის 24 ოქტომბრიდან, ფიცის დადების დღიდან, შეუდგა მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.