მოქმედი მოსამართლეები

რევაზ ნადარაია

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე

დაიბადა 1979 წლის 11 აგვისტოს მარტვილის რაიონის სოფელ დიდი ჭყონში.

2001 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით;

2003 წლის ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის გამოცდა, 2003 წელს - პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა, 2007 წელს - მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა;

2007-2009 წლებში სწავლობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში;

2002-2005 წლებში - „ადვოკატთა კავშირი XXI- შიადვოკატად;

2005-2006 წლებში - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში სხდომის მდივნად;

2006-2007 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ;

2009-2010 წლებში - ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს მოსამართლე და, მოსამართლის უფლებამოსილებას მივლინების საფუძველზე ახორციელებდა ფოთის საქალაქო სასამართლოში;

2010-2016 წლებში - ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;

2012-2016 წლებში - ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე;

2016 წლის თებერვლიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;

2016-2017 წლებში - თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის თავმჯდომარე;

2017-2018 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე;

2019 წლის ოქტომბრიდან აირჩა საპროკურორო საბჭოს წევრად;

2017-2020 წლებში - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი;

2018 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის 12 ივლისამდე იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე;

2021 წლის 12 ივლისს არჩეულ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ;

2022 წლის 18 აპრილიდან 2024 წლის 11 აპრილამდე იყო სადისციპლინო პალატის წევრი, ხოლო 2023 წლის 5 ოქტომბრიდან 2024 წლის 11 აპრილამდე იყო სადისციპლინო პალატის თავმჯდომარე;

2024 წლის 11 აპრილიდან 2024 წლის 17 ოქტომბრამდე იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის წევრი და თავმჯდომარე;

2025 წლის 3 აპრილს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად. ამავე წლის 8 აპრილიდან, ფიცის დადების დღიდან, შეუდგა მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას;

2025 წლის 16 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ არჩეულ იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.