ყოფილი მოსამართლეები
![](http://constcourt.ge/constc/public/image/1175x787/5d6a780f13415.jpg)
ლალი ფაფიაშვილი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილედაიბადა 1972 წლის 22 იანვარს ქ. თბილისში.
წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1994), დაცული აქვს დისერტაცია თემაზე: „დაცვის პრობლემა სისხლის სამართლის პროცესში“ (1997).
გავლილი აქვს პრაქტიკა საადვოკატო ფირმა GEFFENS -ში (UK).
2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად. მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა 2007 წლის 31 დეკემბერს, ფიცის დადების დღიდან.
2016 წლის 2 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ.
2011 წლიდან არის თსუ იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი.
2008-2013 წლებში იყო ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.
2006-2011 წლებში იყო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს წევრი
2008-2011წლებში იყო ადამიანით ვაჭრობის(ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მიმნიჭებელი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის წევრი.
1998-2011 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.
2004-2007 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი,ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი თანაშემწე (2001-2003), საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსი (2000-2001), იურიდიული კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი, უფროსი სპეციალისტი, (1996-2000).
2006-2007 წლებში იყო რუსეთის ხელისუფლების მიერ საქართველოს მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული ქმედებების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი.
იყო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის წევრი (2004-2007), არჩეული იყო ორგანიზაცია „პარლამენტარები გლობალური ქმედებებისათვის“ (აშშ) გამგეობის წევრად და „მშვიდობის და დემოკრატიის პროგრამის“ ხელმძღვანელის მოადგილედ (2005-2007).
არის ახალი ორლეანის საპატიო მოქალაქე (1999); მიღებული აქვს შვეიცარიის მთავრობისა და შვეიცარიის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის ერთობლივი ყოველწლიური ჯილდო „შვეიცარიის პრიზი საერთაშორისო ურთიერთობებში ლიდერობისათვის“ (2005), მონაწილეობდა UNICEF, TACIS, TracCC-ის (1997-2002) პროექტებში.
გავლილი აქვს მომზადება ადამიანის უფლებათა დაცვის, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების, ჰუმანიტარული სამართლის და საკანონმდებლო ტექნიკის საკითხებზე ევროპის და ამერიკის ინსტიტუტებში.
გამოქვეყნებული აქვს 30-მდე სამეცნიერო ნაშრომი.
ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.
ჰყავს ქალიშვილი.