სიახლეები

საქართველოს მოქალაქე პაატა ბაკურაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2017 წლის 2 ნოემბერს 13:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს მოქალაქე პაატა ბაკურაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი N852).

სადავო ნორმის თანახმად, 2008 წლის 1 დეკემბრიდან 2009 წლის 1 თებერვლამდე შინაგან საქმეთა სამინისტროდან შეიარაღებულ ძალებში გადასული პირებს, სპეციალური წოდებით ნამსახურები წლები ეთვლებათ სამხედრო სამსახურის სტაჟში. მოსარჩელემ აღნიშნული ქმედება განახორციელა, 2005 წელს, შესაბამისად ზემოხსენებული პირებისაგან განსხვავებით, მას შინაგან საქმეთა სამინისტროში ნამსახურები წლები არ ეთვლება სამხედრო სამსახურის სტაჟში, რის გამოც ვერ იღებს სახელმწიფო კომპენსაციას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით ირღვევა კანონის წინაშე ყველას თანასწორობის უფლება.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი: „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 463 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.