სიახლეები
ა.წ. 8 მაისს 14:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება N743 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვა
ა.წ. 8 მაისს 14:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება N743 (მოსარჩელე - ავთანდილ ქათამაძე; მოპასუხე - საქართველოს მთავრობა; დავის საგანი - „შრომითი მოვალეობების შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის N45-ე დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტი) კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვა.