სიახლეები
ა.წ. 16 მარტს 14:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება N665,683 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვა
ა.წ. 16 მარტს 14:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება N665,683 (მოსარჩელე - ნანა ფარცუკაშვილი; მოპასუხე - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი; დავის საგანი - „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის განხორციელების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის პირველი აგვისტოს №200 ბრძანების დანართის 113-ე მუხლის და 114-ე მუხლის პირველი და მე-2 წინადადებები; „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №116 ბრძანების დანართის 22-ე მუხლის მე-8 პუნქტის და მე-9 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებები ) კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვა.