სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდა

დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას, მისი საქმიანობის თავისებურებებს და ბოლო დროს მიღებულ გადაწყვეტილებებს. მხარეებმა ასევე განიხილეს საკონსტიტუციო სასამართლოსა და აჭარის მთავრობას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის ფორმატი, რომელსაც მრავალი წლის ისტორია აქვს. გამოითქვა სურვილი საკონსტიტუციო სასამართლოს და აჭარის მთავრობის მიერ ერთობლივი პროექტების განხორციელებისას კოორდინაციის გაძლიერების მიმართულებით.