სიახლეები
საკონსტიტუციო სასამართლოში სტაჟირების მსურველთათვის
მნიშვნელოვანი ინფორმაცია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სტაჟირების მსურველთათვის.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აცხადებს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარატმენტში ანაზღაურებად, სამთვიან სტაჟირების კონკურსს. სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება, 2025 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებადი ვებგვერდის – www.hr.gov.ge -ის მეშვეობით შეუძლიათ.
დამატებითი ინფორმაცია: სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა, სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში), ან მეორე საფეხურზე, ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი ან მეორე საფეხური 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში. ასევე, შერჩევის კრიტერიუმად განისაზღვრა სტაჟირების მსურველი პირის აკადემიური მოსწრება (ქულათა სისტემა – 71-100 ქულის მაჩვენებელი ან/და GPA – 2.7-4.0). ამასთან, გაცნობებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სტაჟირების სპეციფიკიდან გამომდინარე განსაზღვრულია სტაჟიორთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომლებიც მოცემულია საკონკურსო განაცხადში.
კონკურსი წარიმართება ორ ეტაპად – განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება. სტაჟირების მსურველ პირს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საკონკურსო კომისია შეაფასებს. თანაბარი კანდიდატების შემთხვევაში გასაუბრებისას უპირატესობა მიენიჭებათ უმაღლესი აკადემიური მოსწრების კანდიდატებს.
შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას 2025 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაივლიან.
