სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე თეიმურაზ ტუღუში და საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარი მრჩეველი გიორგი დავითური მოლდოვის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს მიწვევ

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე თეიმურაზ ტუღუში და საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარი მრჩეველი გიორგი დავითური მოლდოვის  რესპუბლიკის  საკონსტიტუციო სასამართლოს მიწვევით ოფიციალური ვიზიტით  მოლდოვაში გაემგზავრნენ.  მონაწილეობას მიიღებენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის  ამოქმედების 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელიც  6 ოქტომბერს ქალაქ კიშინიოვში გაიმართება.

ღონისძიებას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაციის გარდა,   ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების წევრებიც დაესწრეებიან.  მიღებას ოფიციალურად  გახსნიან მოლდოვის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ტიუდორ პანტირუ და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გუიდო რაიმონდი.