სიახლეები
საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსულის მოვალეობის შემსრულებლის ვიზიტი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში
დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ და თავმჯდომარის მოადგილემ ვასილ როინიშვილმა, თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის და თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსულის მოვალეობის შემსრულებელს ქალაქ ბათუმში ბანუ თერზიოღლუს უმასპინძლეს.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ახლადდანიშნულ ელჩს მუსტაფა თურქერ არის დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველო-თურქეთს შორის თანამშრომლობას სამართლებრივ სფეროში, მათ შორის კონსტიტუციური მართლმსაჯულების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებასა და ინსტიტუციური დიალოგის გაღრმავებას.