სიახლეები
შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსულთან
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსულთან ქ.ბათუმში ადნან ალთაი ალთინორთან.
შეხვედრის დროს მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობის დადებით დინამიკაზე და განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები.