06 აპრილი, 2004

კონფერენცია თემაზე: "ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის არჩევნებთან დაკავშირებული დებულებები"

2004 წლის 6 და 7 აპრილს, თბილისში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ეგიდით გაიმართა კონფერენცია თემაზე: "ადამიანის უფლებათა და ძირითად    თავისუფლებათა     დაცვის ევროპული კონვენციის არჩევნებთან დაკავშირებული     დებულებები".

კონფერენციაში მონაწილეობა  მიიღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა გენერალური დირექტორატის წარმომადგენლები.