18 მაისი, 2004

კონფერენცია თემაზე "სახელმწიფოს კონსტიტუციური ორგანიზაცია"

2004 წლის 18-19 მაისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ვენეციის კომისიის მხარდაჭერით კონფერენცია გამართა თემაზე: "სახელმწიფოს კონსტიტუციური ორგანიზაცია" .

კონფერენციაშო მონაწილეობა მიიღეს ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა, მათ შორის  იყვნენ საქართველოს პარლამენტის     თავმჯდომარე ქ-ნი ნინო ბურჯანაძე, ვენეციის კომისიის მდივანი ბ-ნი ჯანი ბუკიკიო,      ევროპის საბჭოს  საპარლამენტო ასამბლეის წევრი ბ-ნი ევგენი      კირილოვი, საკონსტიტუციო საბჭოსა და ვენეციის კომისიის წევრი ბ-ნი   ოლივიე დუტეილე დე ლამოტე, ვენეციის კომისიის სათადარიგო წევრი      ტრიესტის უნივერსიტეტის პროფესორი საკონსტიტუციო სამართლის   დარგში ბ-ნი სერჯიო ბარტოლე, ვენეციის კომისიის წევრი, ჟენევის      უნივერსიტეტის პროფესორი ბ-ნი ჯორჯიო მალინვერნი, ევროპის       საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის   ყოფილი პრეზიდენტი ბ-ნი ლიბერტ კუატრეკასასი, ვენეციის კომისიის     სათადარიგო წევრი, ლანდის უნივერსიტეტის პროფესორი ბ-ნი ჰანს ჰაინრიხ ვოგელი.