01 ივლისი, 1999

საერთაშორისო სემინარი ბათუმში

1999 წლის 1 – 2 ივლისს ბათუმში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამართა საერთაშორისო სემინარი თემაზე: "საკონსტიტუციო კონტროლი ფედერაციულ და უნიტარულ სახელმწიფოში"

სემინარშო მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ყირგიზეთის,      უზბეკეთის, უკრაინის, საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეები.

ერთი დღით ადრე, 30 ივნისს კი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ინიციატივით გაიმართა შეხვედრა შავი და კასპიის ზღვების ქვეყნების საკონსტიტუციო     სასამართლოების საბჭოს შექმნაზე წინადადების განხილვის მიზნით.

სემინარი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ვენეციის კომისიისა და    ამერიკის იურისტთა ასოციაციის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.