01 ივნისი, 2002

საერთაშორისო სემინარი კონსტიტუციური სამართალწარმოების შესახებ

2002 წლის 1-5 ივნისს  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციური სამართალწარმოების შესახებ საერთაშორისო სემინარი გამართა.

სემინარის მონაწილეები იყვნენ საქართველოს, ყაზახეთის, ბელორუსიის, მოლდავეთის,      საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეები, ქართველი და უცხოელი ექსპერტები.

სემინარი აჭარაში, ბათუმში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ვენეციის კომისიის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.