18 თებერვალი, 2003

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია

თბილისში, 2003 წლის 18 თებერვალს  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ამერიკის იურისტთა    ასოციაციისა და ინსტიტუციური განვითარებისა და არასამთავრობო    სექტორის ცენტრის (აირისი) მიერ 2002 წელს განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია მოეწყო.

პრეზენტაციაზე ესწრებოდნენ საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ბ-ნ ავთანდილ    ჯორბენაძე, საქართველოს სახალხო დამცველი ქ-ნ ნანა დევდარიანი,      ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი მისი აღმატებულება ბ-ნ რიჩარდ       მაილსი, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის მისიის ხელმძღვანელი ბ-ნ მაიკლ ფარბმანი, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების თანამშრომლები.