13 ივლისი, 2009

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში, ევროპის სამართლის აკადემიის მხარდაჭერით გაიხსნა საზაფხულო სკოლა

 

2009 წლის 13 ივლისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში, ევროპის სამართლის აკადემიის მხარდაჭერით გაიხსნა საზაფხულო სკოლა თემაზე: „ რელიგიის და გამოხატვის თავისუფლება“.

საზაფხულო სკოლა საქართველოში იმართება მეორედ. მისი მიზანია ახალბედა იურისტების პროფესიული უნარ–ჩვევების და ცოდნის დონის ამაღლება კონსტიტუციურ და ადამიანის უფლებათა სამართალში.

საზაფხულო კურსს გაივლიან საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სამართალმცოდნეობის ფაკულტეტების სტუდენტები და ახალბედა იურისტები, რომლებიც შერჩეული იქნა კონკურსის წესით.

სკოლის მსმენელებს 2 კვირის განმავლობაში კონსტიტუციურ და ადამიანის უფლებათა სამართლის დარგში ლექციებს წაუკითხავენ ქართველი და უცხოელი ლექტორები, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეები; ქუინის და ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტების პროფესორები; „ნიუ–იორკ თაიმსის“ წარმომადგენელი.

ლექცია–სემინარები უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით წარიმართება ინგლისურ ენაზე.


შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას და ტესტირებას ინგლისურ ენაში.

კონკურსში გამარჯვებული სტუდენტები უზრუნველყოფილი იქნებიან ტრანსპორტირებით და საცხოვრებელი პირობებით.

საქართველოსსაკონსტიტუციოსასამართლოსაზაფხულოსკოლასაწყობსლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინასნური მხარდაჭერით, ილიაჭავჭავაძისსახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ბრიტანეთისსაბჭოს მონაწილეობით.