სემინარი თემაზე: „ევროკავშირის აღმოსავლეთი პარტნიორობის წევრი ქვეყნებისსაკონსტიტუციო სასამართლოების როლი ევროკავშირისკანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესში”

დღეს, 2012 წლის 21 სექტემბერს ბათუმში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმში“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანიზებით გაიმართება  საერთაშორისო სემინარი თემაზე: „ევროკავშირის აღმოსავლეთი პარტნიორობის წევრი ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოების როლი ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესში”.

აღმოსავლეთი პარტნიორობის ორგანიზაციის მიზანია პარტნიორ ქვეყნებში (ბელორუსი, უკრაინა, აზერბაიჯანი,საქართველო, მოლდოვა, სომხეთი) მიმდინარე პოლიტიკური, სოციალური თუ ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერა და მათი ევროკავშირთან დაახლოების პროცესის ხელშეწყობა, ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია. აგრეთვე, ამ პროცესში საკონსტიტუციო სასამართლოების როლის განსაზღვრა და მათი წვლილის, მიღწევების და გამოწვევების განხილვა.

სემინარში მონაწილეობას მიიღებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების – აზერბაიჯანის, უკრაინის, მოლდოვის, ბელორუსიისა და სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეები და მოსამართლეები, პარლამენტარები და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ევროკავშირის ქვეყნებიდან მოწვეული ექსპერტები.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საერთაშორისო სემინარს მართავს ევროკავშირის დახმარების ინსტრუმენტის „ტაიექსის“ (TAIEX) მხარდაჭერით.