30 ივნისი, 2008

საზაფხულო სკოლა 2008

 

საზაფხულო სკოლა  2008

2008 წლის 30 ივნისიდან 11 ივლისამდე  ქ. ბათუმში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საზეიმოდ გაიხსნა საზაფხულო სკოლა (კურსები) კონსტიტუციურ  და ადამიანის უფლებათა სამართალში თემაზე „ადამიანის უფლებები სისხლის სამართალში“.

  საზაფხულო სკოლა საქართველოში გაიმართა პირველად  და მისი მიზანია ახალბედა იურისტების პროფესიული უნარ–ჩვევების და ცოდნის დონის ამაღლება კონსტიტუციურ  და ადამიანის უფლებათა სამართალში.

  საზაფხულო კურსი გაიარეს  საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სამართალმცოდნეობის ფაკულტეტების სტუდენტებმა  და ახალბედა იურისტებმა, რომლებიც შეირჩნენ კონკურსის წესით.

  კურსის მონაწილეებს 2 კვირის განმავლობაში ლექციებს უკითხავდნენ   შესაბამის დარგებში აღიარებული ქართველი და უცხოელი ექსპერტები, მათ შორის სასექსის უნივერსიტეტიდან დოქტ. რიჩარდ ვოგლერი და ბირმინგჰემის უნივერსიტეტის უფროსი  მეცნიერ–თანამშრომელი, ადვოკატი ბ–ნი ჯერემი მაკბრაიდი; ასევე  საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეები. კურსი სწავლების სხვადასხვა აქტივობებს მოიცავდა, მათ შორის იმიტირებული სასამართლო პროცესის გამართვას.

 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლა გაიმართა  ბრიტანეთის საბჭოს, ევრაზიის პარტნიორობის ფონდის, ამერიკის იურისტთა ასოციაციის (ABA), არასამთავრობო ორგანიზაცია (ALPE)-ს, ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტისა და თავისუფლების ინსტიტუტის მხარდაჭერით.