13 ივლისი, 2009

საზაფხულო სკოლა 2009

საზაფხულო სკოლა   2009

  2009 წლის 13 ივლისიდან  25 ივლისამდე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში,   ევროპის სამართლის აკადემიის მხარდაჭერით  გაიმართა    საზაფხულო სკოლა თემაზე:  „ რელიგიის და გამოხატვის თავისუფლება“.

   სკოლის მსმენელებს 2 კვირის განმავლობაში კონსტიტუციურ და ადამიანის უფლებათა სამართლის დარგში ლექციები  წაუკითხეს  შემდეგმა ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან  ქ–ნი  ნონა წოწორია, ქუინის უნივერსიტეტიდან ბ–ნი რორი ო'კონელი; ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტიდან (აშშ)   პროფ. ვილიამ ჰარდი, დურჰემის უნივერსიტეტიდან  პროფ.  იან ლეი, ევროპული სამართლის აკადემია ბ–ნი მალტე ბეიერი, გაეროს განვითარების ფონდიდან ქ–ნი ნანა მჭედლიძე,  საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ბ–ნი კონსტანტინე კუბლაშვილი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი ბ–ნი ზურაბ ადეიშვილი და მინისტრის მოადგილე  ქ–ნი თინათინ ბურჯალიანი,  თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლები ბ–ნი ლევან რამიშვილი და ბ–ნი გიორგი მელაძე, ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები.

 ლექცია–სემინარები უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით წარიმართა ინგლისურ ენაზე.საზაფხულო სკოლაში მონაწილე   სტუდენტები უზრუნველყოფილი იყვნენ  ტრანსპორტირებით და საცხოვრებელი პირობებით.

საქართველოსსაკონსტიტუციოსასამართლოსაზაფხულოსკოლამოაწყო ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს   საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინასნური მხარდაჭერით,  ილიაჭავჭავაძისსახელობის სახელმწიფო  უნივერსიტეტის და ბრიტანეთისსაბჭოს მონაწილეობით.