03 ივნისი, 2009

საზაფხულო სკოლა კონსტიტუციურ და ადამიანის უფლებათა სამართალში

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
და
ევროპული სამართლის აკადემია

ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთობლივად

ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს საგარეო საქმეთა სამინისტროს
ფინანსური მხარდაჭერით
და
ბრიტანეთის საბჭოს მონაწილეობით

მართავს

საზაფხულოს კოლას

„გამოხატვისა და რელიგიის თავისუფლება”

ბათუმი, 13 – 25 ივლისი


საზაფხულო სკოლის ორგნიზატორები იწვევენ დაინტერესებულ პირებს საზაფხულო სკოლის მსმენელთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
13 ივლისს საზაფხულო სკოლა გაიხსნება ქ. ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში და გაგრძელდება 25 ივლისამდე.

საზაფხულო სკოლის მსმენელებს საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა სამართლის დარგში ლექციებს წაუკითხავენ ქართველი და უცხოელი სპეციალისტები, მათ შორის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, უზენაესი სასამართლოს და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეები, ევროპული სამართლის აკადემიის (გერმანია), ბელფასტის ქუინის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი), ლესტერის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი), ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის (აშშ) ლექტორები და პროფესორები, The New York Times (აშშ) და სხვა ევროპული და ამერიკული ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სავალდებულო მოთხოვნები:
▪ დაინტერესებული კანდიდატი უნდა იყოს იურიდიული ფაკულტეტის, ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტი ან ჰქონდეს უმაღლესი იურდიული განათლება;
▪ სრულყოფილად ფლობდეს ინგლისურ ენას.

დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს ავტობიოგრაფია და განაცხადი საზაფხულო სკოლაში მონაწილოების მოტივაციის აღწერით ინგლისურ ენაზე (არაუმეტეს 300 სიტყვისა), შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: const@constcourt.ge და summerschool@iliauni.edu.ge

საზაფხულო სკოლის მსმენელების პირველადი შერჩევა მოხდება წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, სპეციალური კომისიის მიერ. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას და ტესტირებას ინგლისურ ენაში.