17 ივლისი, 2010

საზაფხულო სკოლის სტუდენტებს საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა

საზაფხულო სკოლის სტუდენტებს საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა

 

2010 წლის 17 ივლისს, 16 საათზე საქართველოს პრეზიდენტი, ბ–ნი მიხეილ სააკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ორგანიზებული საზაფხულო სკოლის სტუდენტებს შეხვდა. 

პრეზიდენტმა სტუდენტებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და სამართლებრივი რეფორმების შესახებ ესაუბრა. სტუდენტებს შეხვედრის დროს საშუალება ჰქონდათ პრეზიდენტისთვის მათთვის საინტერესო სამართლებრივი საკითხების ირგვლივ კითხვები  დაესვათ და პრეზიდენტის შეხედულებები მოესმინათ.