21 სექტემბერი, 2016

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტის წერილი გიორგი პაპუაშვილს


-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს

ბ-ნ გიორგი პაპუაშვილს

ბათუმი, გამსახურდიას 8

2016 წლის 19 სექტემბერი

 

ძვირფასო თავმჯდომარევ,

პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ 16 სექტემბრის წერილისთვის.

ჩემთვის დიდი პატივი   იყო თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით მივსალმებოდი კონფერენციის მონაწილეებს და ამით წვლილი შემეტანა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ორგანიზებულ  კონფერენციაში.

თქვენი   საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით, ნება მიბოძეთ აღვნიშნო,   რომ სტრასბურგში   ჩვენ დიდათ ვაფასებთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან ურთიერთობების დამყარების კუთხით თქვენ მიერ გაწეულ საქმიანობას. თქვენ იყავით სასამართლო  დიალოგის ძლიერი მხარდამჭერი, და არავისთვის გასაკვირი არ არის, რომ საქართველო  იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც მოახდინა მე-16 პროტოკოლის რატიფიცირება. იმედი მაქვს, რომ აღნიშნული პროტოკოლი უახლოეს მომავალში შევა ძალაში და სასამართლო  დიალოგი  ახალ საფეხურზე იქნება აყვანილი ევროპაში.

ბატონო თავმჯდომარევ, დასასრულს მსურს გისურვოთ წარმატებები სამომავლო საქმიანობაში.

პატივისცემით,

გუიდო რაიმონდი