01 დეკემბერი, 2015

გიორგი პაპუაშვილი დევიდ ნიუბერგერს შეხვდა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ლონდონში გაერთიანებული სამეფოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ლორდ დევიდ ნიუბერგერს შეხვდა. გიორგი პაპუაშვილის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრა დევიდ ნიუბერგერგთან გაცნობით ხასიათს ატარებდა. მხარეებმა სამომავლოდ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.  აღსანიშნავია, რომ  ეს გიორგი პაპუაშვილის პირველი სამუშაო ვიზიტია დიდ ბრიტანეთში, სადაც დევიდ ნიუბერგერის გარდა შეხვედრები დაგეგმილია გაერთიანებული სამეფოს  ინტერპარტიული საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე ჯონათან ჯანოგლუსა და საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორ  მაიკლ ტათჰამთან.