16 სექტემბერი, 2016

გიორგი პაპუაშვილი ევროპარლამენტისა და ეუთო-ს მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

დღეს გიორგი პაპუაშვილი ევროპარლამენტის ფაქტების დამდგენი მისიის წარმომადგენლებს, სანდრა კალნიეტეს (ლატვია, EPP), ქრისტიან პრედას (რუმინეთი,EPP) და ანდრეი გრჟიბმას (პოლონეთი, EPP) შეხვდა. შეხვედრას ასევე საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე კარლო ნატალე ესწრებოდა. მხარეებმა ისაუბრეს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობასა და სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე. შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო ორმხრივი თანამშრომლობის გეგმები.

დღესვე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი და თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინე ვარძელაშვილი ეუთო–ს სადამკვირვებლო მისიის ელჩს, ალექსანდრე კელჩევსკისა და მისიის იურიდიულ ანალიტიკოსს, ენირა ბრონიტსკაიას შეხვდნენ. მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს საარჩევნო კანონმდებლობასა და საკონსტიტუციო სასამართლოს როლზე არჩევნებთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, 28 აგვისტორს, ეუთო–ს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნეზე დამკვირველეთა მისია, საქართველოს ხელისუფლების მოწვევაზე პასუხად საქართველოში მუშაობას შეუდგა, რათა დააკვირდეს 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს.