03 დეკემბერი, 2015

გიორგი პაპუაშვილი კიევში კონფერენციას ესწრება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი კიევში ესწრება უკრაინის უმაღლესი რადას, ევროსაბჭოსა და ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას „საკონსტიტუციო რეფორმა: შედეგები და პერსპექტივები“.   კონფერენცია გახსნეს უკრაინის რადას თავმჯდომარე ვლადიმირ გროისმანმა, უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელმა რადაში სტეფან კუბრივმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ანა ბრასერმა, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში კრისტოს ჯიაკომოპულოსმა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ. შეხვედრაში გიორგი პაპუაშვილი მონაწილეობს როგორც  უკრაინაში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის ექსპერტი.

კონფერენციის თემები შეეხება ორ მთავარ საკითხს - უკრაინის დეცენტრალიზაციასა და სასამართლო სისტემის რეფორმას. კონფერენცია ერთდღიანია და იგი ღიაა მასმედიისთვის.