24 თებერვალი, 2010

იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ვიზიტი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში

2010 წლის 24 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ბატონი გიორგი პაპუაშვილისა და საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბატონ მასაიოში კამოჰარას შეხვედრა.

აღნიშნულ შეხვედრაზე ბატონი მასაიოშიკამოჰარა გაეცნო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის ძირითად მიმართულელებს, ასევე განხილული იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და იაპონიის სამართლებრივ ინსტიტუტებთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.