01 ივლისი, 2016

შავი ზღვისა და ბალტიისპირეთის რეგიონის ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის კონგრესი კიშინიოვში

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი  30-1 ივლისს კიშინიოვში დაესწრო შავი ზღვისა და ბალტიისპირეთის რეგიონის ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის პირველ კონგრესს  „საკონსტიტუციო სასამართლოების როლი დემოკრატიული ღირებულებების დაცვაში“,  რომელსაც ამჟამად მოლდოვას საკონსტიტუციო სასამართლომ უმასპინძლა.

კონგრესს ესწრებოდნენ შავი ზღვისა და ბალტიისპირეთის რეგიონის ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის სასამართლოების თავმჯდომარეები და წევრები.  მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა მოლდოვის პრეზიდენტმა ნიკოლაი ტიმოფტიმ. კონგრესს დაესწრო ვენეციის კომისიის საპატიო თავმჯდომარე და პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჰანა სუჩოკა.

შეგახსენებთ, რომ ასოციაციის შექმნაზე მემორანდუმი გაფორმდა 2015 წლის 26 ოქტომბერს ვილნიუსში და მას შავი ზღვისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების საკონსტიტუციო  სასამართლოების თავმჯდომარეებმა მოაწერეს ხელი.