18 დეკემბერი, 2015

შავი ზღვისა და ბალტიისპირეთის რეგიონის ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის პირველი სამუშაო შეხვედრა კიევში

გიორგი პაპუაშვილი კიევში შავი ზღვისა და ბალტიისპირეთის რეგიონის ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის პირველ სამუშაო შეხვედრას დაესწრო. ასოციაციის შექმნაზე მემორანდუმს შავი ზღვისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეებმა ა.წ. 26 ოქტომბერს ვილნიუსში მოაწერეს ხელი. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო კრიზისების ჯგუფის მიერ ირგანიზებულ მედია მარათონში უკრაინაში სასამართლო რეფორმებთან დაკავშირებით და მიწვეული იყო საზოგადოებრივი რადიოს პირდაპირ ეთერში.


დღეს კი სამუშო ვიზიტის ფარგლებში  გიორგი პაპუაშვილი დაესწრება საერთაშორისო კონფერენციას „კონსტიტუციური სარჩელის შემოღება უკრაინაში“. შეხვედრაში მონაწილეობენ უკრაინის, საქართველოს, პოლონეთის, ლატვიის, ლიტვისა და მოლდოვას საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეები და წევრები, ეუთოს, ევროკავშირის, გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდისა (IRZ) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) "სამართლიანობის" პროექტის, უკრაინის სახელისუფლებო ორგანოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

 

ინტერვიუ უკრაინის საზოგადოებრივი რადიოს პირდაპირ ეთერში: http://hromadskeradio.org/donbas/my-razrabotali-formy-dlya-konstitucionnoy-zhaloby-chtoby-lyudyam-bylo-legche-ih-sostavlyat-gpapuashvili