14 მაისი, 2016

თორბიორნ იაგლანდის წერილი გიორგი პაპუაშვილს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს 2016 წლის 11 მაისს ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა სტრასბურგიდან წერილი გამოუგზავნა, სადაც თორბიორნ იაგლანდი გიორგი პაპუაშვილს მადლობას უხდის სასამართლოს ირგვლივ განვითრებული მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის და აღნიშნავს, რომ წევრი ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოებს უდიდესი როლი მიუძღვით ევროპის საბჭოს ფასეულობების დაცვაში და შესაბამისად,  საკონსტიტუციო სასამართლოს შესუსტების ნებისმიერი მცდელობა მისთვის არის შემაშფოთებელი.

წერილში აღნიშნულია, რომ  საკონსტიტუციო სასამართლოს კანონში ნებისმიერი ცვლილების მომზადების  პროცესი უნდა მიმდინარეობდეს გამჭვირვალედ და  ინკლუზიურად და მიზანშეწონილია საქართველოს ხელისუფლება დაინტერესდეს ვენეციის კომისიის  მოსაზრებით ცვლილებათა კანონპროექტის შესახებ.

როგორც თორბიორნ იაგლანდი გიორგი პაპუაშვილს წერს, მისთვის  ცნობილია იმის შესახებაც, რომ საპარლამენტო ასამბლეის  მონიტორინგის კომიტეტმა რეკომენდაცია გაუწია საქართველოს ხელისუფლებას, კონსულტაცია გამართოს ვენეციის კომისიასთან.

 

თორბიორნ იაგლანდის წერილი იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტებში.

მიმაგრებული დოკუმენტები: