25 იანვარი, 2019

საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაციის ვიზიტი სტრასბურგში

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე და სასამართლოს წევრი ევა გოცირიძე  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიწვევით სტრასბურგში გაემგზავრნენ.

ზაზა თავაძე და ევა გოცირიძე მონაწილეობენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სამუშაო წლის გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში. მათ შორის, დაესწრნენ სემინარს, რომლის ფარგლებშიც მართლმსაჯულებისადმი ნდობის გაძლიერების საკითხები იქნა განხილული.

ვიზიტის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე შეხვდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეს საქართველოდან ლადო ჭანტურიას. ასევე, გაიმართა შეხვედრები ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების წარმომადგენლებთან.