16 მაისი, 2019

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე უზენაესი სასამართლოს 2018 წლის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე უზენაესი სასამართლოს 2018 წლის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო.

წლიური ანგარიში საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მზია თოდუამ წარადგენა, რომელსაც ესწრებოდნენ აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, აგრეთვე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ზაზა თავაძემ პლენუმის დარბაზში შეკრებილ მოსამართლეებთან შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა საერთო სასამართლოების ერთგვაროვანი პრაქტიკის მნიშვნელობაზე კონსტიტუციური კონტროლის განხორციელებისას, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს როგორც მართლმსაჯულების განმახორციელებელი უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს როლზე ხსენებულ პროცესში. ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ კოლეგებს მოსამართლის პროფესიული დღე მიულოცა.

ღონისძიება ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართა.