ახალი ამბები

26 თებერვალი, 2019

„ააიპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1334)

სადავო ნორმის შესაბამისად, მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ტარდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დახურულ სხდომაზე.

26 თებერვალი, 2019

„საქართველოს მოქალაქე გიორგი ცერცვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1330)

სადავო ნორმა განსაზღვრავს მთავარი პროკურორის უფლებამოსილებას, ერთი საგამოძიებო ორგანოდან ამოიღოს საქმე და გამოსაძიებლად გადასცეს სხვა საგამოძიებო ორგანოს. 

18 თებერვალი, 2019

ზაზა თავაძე სამუშაო ვიზიტით მადრიდში გაემგზავრა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სამეფოში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს სამართლის კონგრესში.

12 თებერვალი, 2019

საქართველოს მოქალაქეები - გურამ იმნაძე და მარიამ ბეგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელებისას პირადი ცხოვრების უფლებაში ჩარევა ხდება სასამართლო კონტროლის გარეშე, რაც წინააღმდეგობაშია ამ უფლების შეზღუდვის კონსტიტუციით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებთან

11 თებერვალი, 2019

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ინფორმაცია 2018 წელს საქართველოში კონსტიტუციური კანონიერების შესახებ

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს გაუგზავნა ინფორმაცია საქართველოში კონსტიტუციური კანონიერების შესახებ, რომელიც ვრცლად მიმოიხილავს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, საკონსტიტუციო სამართალწარმოების სტატისტიკას და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებს.

07 თებერვალი, 2019

საოქმო ჩანაწერი საქმეზე „„შპს სტერეო+“, ლუკა სევერინი, ლაშა ზილფიმიანი, რობერტ ხახალევი და დავით ზილფიმიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“

საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო „შპს სტერეო+“-ის, ლუკა სევერინის, ლაშა ზილფიმიანის და რობერტ ხახალევის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №1311).