ახალი ამბები

13 დეკემბერი, 2018

2018 წლის 13 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება საქმის „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი მამალაძე, გიორგი ფანცულაია და მია ზოიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი N1264) არსებითი განხილვა.

2018 წლის 13 დეკემბერს, 12:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება საქმის „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი მამალაძე, გიორგი ფანცულაია და მია ზოიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი N1264) არსებითი განხილვა.

N1264 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმები ადგენს გამომძიებლის/პროკურორის უფლებამოსილებას, სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეებს აუკრძალოს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ მონაცემების გახმაურება. ამასთან, სათანადო წესით გაფრთხილებული პირის მიერ ხსენებული მონაცემების გამჟღავნება იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. სადავო ნორმებით ასევე გათვალისწინებულია სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო სხდომის დახურვის წესი.

მოსარჩელეები განმარტავენ, რომ კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული ინფორმაციის გამჟღავნების აკრძალვისას გამომძიებლის/პროკურორის სახელმძღვანელო სტანდარტი, რაც მათ განუსაზღვრელ დისკრეციას ანიჭებს. შესაბამისად, სადავო ნორმების საფუძველზე, შესაძლებელია, აიკრძალოს გამოძიებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება. გარდა ამისა, მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ სასამართლო სხდომის დახურვის წესი ითვალისწინებს სხდომის დაუსაბუთებლად დახურვის შესაძლებლობას. ყოველივე ზემოაღნიშნული კი, მოსარჩელე მხარის მტკიცებით, მათი კონსტიტუციური უფლებების დარღვევას განაპირობებს. საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი: ა) საქართველოს მოქალაქე გიორგი მამალაძის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში: ა.ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან, 42-ე მუხლის პირველ, მე-3 და მე-6 პუნქტებთან მიმართებით; ა.ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ა.გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. ბ) საქართველოს მოქალაქეების - გიორგი ფანცულაიასა და მია ზოიძის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში: ბ.ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით; ბ.ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.