ახალი ამბები

18 სექტემბერი, 2018

2018 წლის 19 სექტემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება საქმის, „საქართველოს მოქალაქე გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, განმწესრიგებელი სხდომა (კონსტიტუციური სარჩელი №1276).

2018 წლის 19 სექტემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება საქმის, „საქართველოს მოქალაქე გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, განმწესრიგებელი სხდომა (კონსტიტუციური სარჩელი №1276).

კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული ნორმები ადგენ ჩხრეკის ჩატარების მიზანსა და საფუძველს, ასევე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამსახველი დოკუმენტებისა და მასალების განსაიდუმლოების წესს, მასზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელების შესაძლებლობას და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მტკიცებულებით სტანდარტს.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებზე დაყრდნობით, პირის ჩხრეკა შესაძლებელია ჩატარდეს მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიერ მიღებულ ოპერატიულინფორმაციის საფუძველზე. ამასთან, მოსარჩელისგანმარტებით, ოპერატიული ინფორმაციის მიმწოდებელი პირის ვინაობა სრულიად გასაიდუმლოებულია, მათ შორის, მოსამართლისთვის და დაცვის მხარისთვისაც.ამგვარი რეგულირება კი ქმნის პირადი ცხოვრების უფლებაში დაუსაბუთებლად ჩარევის რისკებსასევე არღვევს შეჯიბრებითობის პრინციპსა და დაცვის უფლებას.

მოსარჩელე მხარე ასევე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს დანაშაულის თაობაზე მიღებული ოპერატიული ინფორმაციის შესახებ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ჩვენების განაჩენის საფუძვლად გამოყენებას და მიუთითებს,რომ სადავო ნორმები ვერ აკმაყოფილებს უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის კონსტიტუციურ მოთხოვნას.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლისსაპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-11 ნაწილის, 119- მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების და 121-მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობასაქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლთანმიმართებით;

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესოკოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისშესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 11პუნქტის, 21- მუხლის მე-2 პუნქტის დაპროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონისმე-16 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობასაქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან და 42- მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.