ახალი ამბები

05 აგვისტო, 2019

საზაფხულო სკოლა "ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული და კონსტიტუციური სტანდარტები"

დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ოფიციალურად გაიხსნა საკონსტიტუციო სასამართლოს, ვიურცბურგის იულიუს-მაქსიმილიანეს უნივერსიტეტისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ერთობლივი საზაფხულო სკოლა "ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული და კონსტიტუციური სტანდარტები".

გახსნაზე სკოლის მონაწილეებსა და მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ, ვიურცბურგის იულიუს-მაქსიმილიანისა უნივერსიტეტის პროფესორმა ეკჰარდ პახემ და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა ანა ფირცხალაიშვილმა.

 საზაფხულო სკოლის სტუდენტებს ერთი კვირის კვირის განმავლობაში ლექციებს ჩაუტარებენ ქართველი და გერმანელი პროფესორები და პრაქტიკოსი იურისტები. სკოლის მიზანია მომავალი იურისტებისათვის პროფესიული ცოდნის ამაღლება როგორც კონსტიტუციურ ასევე, ადამიანის უფლებათა სამართალში.  

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობენ ქართველი და გერმანელი სტუდენტები ვიურცბურგისსა და იენას უნივერსიტეტებიდან, ასევე საჯარო მოხელეები.   საზაფხულო სკოლა 10 აგვისტოს დასრულდება.