ახალი ამბები

24 ოქტომბერი, 2017

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ

2017 წლის 25 ოქტომბერს 12:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება საქართველოს სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელის (რეგისტრაციის №697) არსებითად განხილვის სხდომა. (მოსარჩელე - საქართველოს სახალხო დამცველი; მოპასუხეები - საქართველოს პარლამენტი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;).
 
დავის საგანი - ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის, „პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „დ" ქვეპუნქტის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №725 ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით პირის გამოსაკვლევად წარდგენის ინსტრუქციის", საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის"   მე-5 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, აგრეთვე მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით; ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის, „პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „დ" ქვეპუნქტის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №725 ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით პირის გამოსაკვლევად წარდგენის ინსტრუქციის", საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის" მე-2 მუხლის,  მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების  კონსტიტუციურობა   საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლთან მიმართებით; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №725 ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით პირის გამოსაკვლევად წარდგენის ინსტრუქციის", საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის" მე-2 მუხლის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის,   მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების კონსტიტუციურობა  საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; დ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული გამოკვლევის (ტესტირების) შედეგებით" კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით; ე) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის, „პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „დ" ქვეპუნქტის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბრის №1244-№278/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესის" მე-2 მუხლის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტთან მიმართებით.)