ახალი ამბები

28 ივნისი, 2018

„ააიპ „აპრიორი“, ააიპ „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრი“ და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“, „თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა“, „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი N1323).

 

2018 წლის 29 ივნისს 11 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე „ააიპ „აპრიორი“, ააიპ „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრი“ და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“, „თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა“, „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი N1323).

განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმები განსაზღვრავს საარჩევნო პროცესში დამკვირვებლის უფლებამოსილებებს, ასევე ადგენს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაციისა და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის არჩევის/დანიშვნის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის საკითხს.

მოსარჩელეების განმარტებით, სადავო რეგულაცია საარჩევნო პროცესზე დაკვირვების უფლების მქონე სუბიექტებს აძლევს შესაძლებლობას, სამაგიდო სიებიდან მიიღონ ინფორმაცია არჩევნებზე გამოცხადებული/გამოუცხადებელი ამომრჩევლების შესახებ და ამგვარად, მოახდინონ ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენის კონტროლი. აღნიშნული კი, მოსარჩელეთა პოზიციით, იწვევს მათი საარჩევნო უფლების (საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტი) დარღვევას.

მოსარჩელეები ასევე არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ არასაარჩევნო პერიოდში დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაციის შეუძლებლობას. მოსარჩელეთა განმარტებით, ხსენებული განაპირობებს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ყოველგვარი ზედამხედველობის გარეშე განხორციელების შესაძლებლობას. მოსარჩელეები დამატებით მიუთითებენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნაზე/არჩევაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების კანდიდატის მიერ გასაჩივრების შეუძლებლობაზე და აღნიშნავენ, რომ სადავო რეგულაცია არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებას (საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი).

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

დავის საგანი: ა) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 39-ე მუხლთან, 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 45-ე მუხლთან მიმართებით; ბ) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 41-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; გ) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 78-ე მუხლის მე-6 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებ