ახალი ამბები

18 დეკემბერი, 2018

გერმანელი მეცნიერისა და მკვლევარის, დოქტორ ჰანს გიუნტერ ლინდლენის წიგნის “საქართველოს ღირებულებები (ექსპედიცია განვითარებად ეკონომიკაში)" პრეზენტაცია

საქართველს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე და თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ტურავა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გერმანელი მეცნიერისა და მკვლევარის, დოქტორ ჰანს გიუნტერ ლინდლენის წიგნის “საქართველოს ღირებულებები (ექსპედიცია განვითარებად ეკონომიკაში)" პრეზენტაციას დაესწრნენ.

ნაშრომი წარმოადგენს მონოგრაფიას, რომელიც გერმანელმა მკვლევარმა საქართველოში რამდენიმეწლიანი მოგზაურობის შედეგად მოამზადა. წიგნში წარმოდგენილია უცხოელის თვალით დანახული საქართველო, მისი ღირებულებები და ისტორიული წარსული.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. სტუმრებს სიტყვით მიმართა ზაზა თავაძემ, რომელმაც ავტორს მიულოცა წარმატებული ნაშრომი და მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისათვის.

მონოფრაფია ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის გამოიცა, რომლის პრეზენტაცია გერმანიაში 13 ოქტომბერს გაიმართა.