ახალი ამბები

20 ნოემბერი, 2015

გიორგი პაპუაშვილი „ნიუ იორკ თაიმსის“ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

გიორგი პაპუაშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში „ნიუ იორკ თაიმსის“ კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტს, დევიდ მაკროუს შეხვდა. მაკროუმ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მედიასაშუალების ცენტრალურ ოფისში უმასპინძლა და გააცნო მისი საქმიანობის სპეციფიკა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაზეც, მათ შორის, მედიასაშუალებების სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 14 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში ევროპისა და ამერიკის სასამართლოთა ქსელის საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, ვაშინგტონსა და ნიუ იორკში ასევე შედგა მაღალი რანგის შეხვედრები აშშ-ის უზენაეს სასამართლოში, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტსა და სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებაში, აშშ-ის წამყვანი კვლევითი ცენტრებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.