ახალი ამბები

14 ნოემბერი, 2015

გიორგი პაპუაშვილი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა

დღეს, 14 ნოემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა. გიორგი პაპუაშვილი დაესწრება ევროპისა და ამერიკის სასამართლოთა ქსელის საერთაშორისო კონფერენციას.

საერთაშორისო კონფერენციის გარდა, 14-21 ნოემბერს, ვიზიტის ფარგლებში, ვაშინგტონსა და ნიუ იორკში დაგეგმილია მაღალი რანგის შეხვედრები აშშ-ის უზენაეს სასამართლოში, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტსა და სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებაში. გიორგი პაპუაშვილი ასევე შეხვდება აშშ-ის წამყვანი კვლევითი ცენტრებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.