ახალი ამბები

10 დეკემბერი, 2018

ოლიმპიადა: „ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისთვის“ დასრულდა

დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ დაფუძნებული ოლიმპიადა: „ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისთვის“, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოსა და იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდთან   თანამშრომლობით გაიმართა, დაჯილდოვების ცერემონიალით დაიხურა.

ოლიმპიადაში მონაწილეობდა  8 გუნდი შემდეგი უმაღლესი სასწავლებლებიდან: თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ოლიმპიადის მონაწილეები წარმოადგენენ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-2, მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტები.

დღეს გამოვლინდნენ გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო მოსარჩელე - ალექსანდრე ხარატიშვილი, ილია კურდღელაშვილი, გვანცა დანელია; საუკეთესო მოპასუხე - ვასილ ჟიჟიაშვილი, მარიამ ამბროლაძე; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რჩეულები გახდნენ:ალექსანდრე ხარატიშვილი,ილია კურდღელაშვილი, შოთა ქობალია, გვანცა დანელია. იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის რჩეულის ტიტული ერგო - ვასილ ჟიჟიაშვილს. საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდი „IRZ” ის რჩეულები კი გახდნენ - ნინო მატარაძე, მარიამ ამბროლაძე, ანა კეკელიძე. გამარჯვებულებს სიმბოლური პრიზები გადასცეს: საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა მაია კოპალეიშვილმა,  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ სულხან სალაძემ და იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის პრეზიდენტმა გიორგი გობრონიძემ. მაია კოპალეიშვილმა სტუდენტებს სიტყვით მიმართა, მიულოცა ოლიმპიადის  დასრულება და წარმატებები უსურვა პროფესიულ საქმიანობაში.

საკონსტიტუციო ოლიმპიადა წელს მეთორმეტედ ჩატარდა და ტრადიციულად საია-ს „ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულის“ ფარგლებში მიმდინარეობდა. სამი დღის განმავლობაში სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ საკონსტიტუციო სასამართლოში იმიტირებული სასამართლო პროცესები გაემართათ

საკონტიტუციო ოლიმპიადის ფინანსური მხარდამჭერია საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდი „IRZ”.