ახალი ამბები

07 დეკემბერი, 2018

ოლიმპიადა: „ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისთვის“ გაიხსნა

დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიხსნა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ დაფუძნებული  ოლიმპიადა: „ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისთვის“, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოსა და იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდთან   თანამშრომლობით იმართება.

საკონსტიტუციო ოლიმპიადა წელს მეთორმეტედ ტარდება და ტრადიციულად საია-ს „ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულის“ ფარგლებში მიმდინარეობს.

წელს ოლიმპიადაში მონაწილეობს  8 გუნდი შემდეგი უმაღლესი სასწავლებლებიდან: თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ოლიმპიადის მონაწილეები წარმოადგენენ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-2, მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებს.

ოლიმპიადა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და გაიმართება იმიტირებული სასამართლო პროცესები, რომლის შედეგადაც გამოვლინდებიან: გამარჯვებული გუნდი, საუკეთესო მოსარჩელე, საუკეთესო მოპასუხე, საკონსტიტუციო სასამართლოსა და იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის რჩეულები.

ოლიმპიადა საზეიმო ვითარებაში დაიხურება 9 დეკემბერს, სადაც მონაწილეებს დააჯილდოებენ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავჯდომარე და იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის პრეზიდენტი.

საკონტიტუციო ოლიმპიადის ფინანსური მხარდამჭერია საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდი „IRZ”.