ახალი ამბები

16 აპრილი, 2019

„საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე მელქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი N813).

2018 წლის 17 აპრილს, 17:30 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე  „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე მელქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი N 813).

სადავო ნორმის თანახმად, ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის მონაცემები შეიტანება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საცხოვრებელი ადგილის არქონის გამო ვერ ახერხებს ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრაციას და, შესაბამისად, ვერ იღებს მონაწილეობას არჩევნებში.

კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, არჩევნებში მონაწილეობა უნდა შეეძლოს ნებისმიერ მოქალაქეს და ამ უფლების რეალიზება არ უნდა იყოს დამოკიდებული მუდმივი ან დროებითი საცხოვრებელი ადგილის ქონაზე. ამდენად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება მოქალაქის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში.

საქმეს განიხილავს საქართველოს  საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

დავის საგანი: საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის  პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლთან მიმართებით.