ახალი ამბები

27 ივნისი, 2018

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯომარე კიევში გაემგზავრა

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯომარე, ზაზა თავაძე, უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს მიწვევით კიევში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობს  სემინარში - "კონსტიტუციური ფასეულობები და ადამიანის უფლებები: 21-ე საუკუნის გამოწვევები". სემინარი უკრაინის კონსტიტუციის 22 წლის იუბილეს ეძღვნება.

ღონისძიება 27 ივნისს გაიხსნა და ზაზა თავაძე დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებით წარდგა. მან ისაუბრა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს როლზე დემოკრატიული ფასეულობებისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვაში.  უკრაინელ კოლეგებს  კონსტიტუციის დღე  მიულოცა და მადლობა გადაუხადა მიწვევისთვის. 

სემინარში ასევე მონაწილეობენ ,,ბალტიისპირეთის და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის" (BBCJ) წევრი ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეები.