ახალი ამბები

07 დეკემბერი, 2018

თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტი საკონსტიტუციო სასამართლოში

დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ არტაანის, ტრაპიზონის და ართვინის გუბერნატორები და გუბერნიის თანამშრომლები.

შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. სტუმრები დაინტერესდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობით. ზაზა თავაძემ სტუმრებს გააცნო საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორია, უფლებამოსილებები, სტრუქტურა და საქმიანობა; ასევე, მიაწოდა ინფორმაცია საერთაშორისო ასპარეზზე სასამართლოს ჩართულობისა და საკონსტიტუციო მართლმსაჯულების განმახორციელებელ ორგანოებთან ორმხრივი თუ მრავალმხრივი თანამშრომრობის შესახებ.

თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმ საქმიან და მეგობრულ თანამშრომლობას, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და თურქეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს შორის ბოლო რამდენიმე წელია ჩამოყალიბდა.