სხდომები

27 მაისი, 2019

ა(ა) იპ ,,ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

მოსარჩელე განმარტავს, რომ მოცემული სამართლებრივი ურთიერთობის მიზნებისათვის ფიზიკური და იურიდიული პირები/დაწესებულებები არსებითად თანასწორი სუბიექტები არიან. 

23 მაისი, 2019

ლევან ალაფიშვილი საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

გასაჩივრებული რეგულაცია ითვალისწინებს აკრედიტაციის ცენტრის მიერ სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის ან/და მათი ფილიალებისათვის გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესს.

22 მაისი, 2019

ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ და შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი №1358)

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ საზოგადოებრივ მაუწყებელს პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს სარეკლამო ბაზარზე არსებულ სხვა მაუწყებლებთან მიმართებით, რამდენადაც მისი საქმიანობა არ არის დამოკიდებული კომერციულ შემოსავალზე და ფინანსური ზარალის მიღების გარეშე შეუძლია სარეკლამო ბაზარზე მომხმარებლისათვის ნებისმიერი, მათ შორის, სიმბოლური ფასის შეთავაზება