სხდომები

05 თებერვალი, 2019

განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (რეგისტრაციის №1360).

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სადავოდ გამხდარი ნორმა შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს უკრძალავს გზის ღერძიდან 100 მეტრზე ახლოს ან ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე უნებართვოდ კარვის ან სხვა დროებითი კონსტრუქციის, პლაკატის, ტრანსპარანტის და აფიშის განთავსებას.

04 თებერვალი, 2019

საქართველოს მოქალაქე ვასილ საგანელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი №1237)

მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რიგ ნორმებს.

05 დეკემბერი, 2018

საქართველოს მოქალაქე გიორგი ლოგუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი №926)

მოსარჩელე სადავოდ ხდის რეგულაციას, რომელიც სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებად აცხადებს პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონო გავრცელებას ან რეკლამირებას, აგრეთვე ასეთი საგნით ვაჭრობას ან/და შენახვას მისი გაყიდვის ან გავრცელების მიზნით