სხდომები

21 მაისი, 2019

„ააიპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1334)

მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე დასწრება წარმოადგენს საჯარო ინტერესის საგანს, სადავო ნორმით კი ირღვევა დაინტერესებული პირების უფლება, მიიღონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ წარსდგა მოსამართლეობის თითოეული კანდიდატი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე.

16 აპრილი, 2019

„საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე მელქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი N813).

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საცხოვრებელი ადგილის არქონის გამო ვერ ახერხებს ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრაციას და, შესაბამისად, ვერ იღებს მონაწილეობას არჩევნებში.

16 აპრილი, 2019

„თამაზ მეჭიაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელები №1298 და №1313)

მოსარჩელის მტკიცებით, ნორმები უშვებს  მუნიციპალიტეტის პირდაპირი გზით არჩეული მერის დაუსაბუთებლად გათავისუფლებას, რაც ეწინააღმდეგება სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის განხორციელების კონსტიტუციურ უფლებას.

03 აპრილი, 2019

„ბადრი ბეჟანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ზემოთხსენებული ცვლილების მოქმედება არ ვრცელდება მის ამოქმედებამდე ჩადენილ ქმედებაზე.

02 აპრილი, 2019

„გიორგი ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1289)

სადავო ნორმის თანახმად, სისხლისსამართლებრივ დანაშაულს წარმოადგენს არასრულწლოვანის დაყოლიება ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე.

28 მარტი, 2019

„საქართველოს მოქალაქე გიორგი ლოგუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №926)

მოსარჩელე სადავოდ ხდის რეგულაციას, რომელიც სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებად აცხადებს პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონო გავრცელებას ან რეკლამირებას, აგრეთვე ასეთი საგნით ვაჭრობას ან/და შენახვას მისი გაყიდვის ან გავრცელების მიზნით.

27 მარტი, 2019

არსებითი განხილვა საქმეზე „კონსტანტინე გამსახურდია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1312)

სადავოდ გამხდარი ნორმის თანახმად, დაზარალებულს უფლება აქვს გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს.

21 მარტი, 2019

„თამაზ მეჭიაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელები №1298 და №1313)

მოსარჩელის მტკიცებით, ნორმები უშვებს  მუნიციპალიტეტის პირდაპირი გზით არჩეული მერის დაუსაბუთებლად გათავისუფლებას, რაც ეწინააღმდეგება სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის განხორციელების კონსტიტუციურ უფლებას.

06 მარტი, 2019

განმწესრიგებელი სხდომა №1384 და №1393 კონსტიტუციურ სარჩელებზე

სადავოდ გამხდარი ნორმები ითვალისწინებს დაგროვებით საპენსიო სქემაში დასაქმებულთა სავალდებულო მონაწილეობას და განსაზღვრავს სქემის ფარგლებში დასაქმებულის, დამსაქმებლისა და სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი შენატანების ოდენობას.