• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკავშირებული დოკუმენტები

    • სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი - საქართველოს სახალხო დამცველი
      • 19.11.2026
      • ac1979
      • amicus curiae
    • საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე
      • 26.10.2026
      • N3/17/1979
      • განჩინება
    • სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი - აკაკი ბერიძე
      • 23.10.2026
      • ac1979
      • amicus curiae
    • სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი - ლაშა ბოლქვაძე
      • 23.10.2026
      • ac1979
      • amicus curiae
    • საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე
      • 23.10.2026
      • N3/16/1979
      • განჩინება
    • საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე
      • 22.10.2026
      • N3/15/1979
      • განჩინება
    • საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე
      • 21.10.2026
      • N3/14/1979
      • განჩინება
    • საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე
      • 20.10.2026
      • N3/12/1979
      • განჩინება
    • საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე
      • 20.10.2026
      • N3/13/1979
      • განჩინება
    • სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
      • 19.10.2026
      • ac1979
      • amicus curiae
    • სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი - თინათინ ერქვანია
      • 15.10.2026
      • ac1979
      • amicus curiae
    • საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე
      • 13.10.2026
      • N3/4/1979
      • საოქმო ჩანაწერი
    • საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე
      • 9.10.2026
      • N3/1-1/1979
      • საოქმო ჩანაწერი
    • საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე
      • 9.10.2026
      • N3/11/1979
      • განჩინება
    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის - მანანა კობახიძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2026 წლის 9 ოქტომბრის №3/11/1979 განჩინებასთან დაკავშირებით
      • 9.10.2026
      • do3/11/1979
      • განსხვავებული აზრი
    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის – ევა გოცირიძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2026 წლის 9 ოქტომბრის №3/11/1979 განჩინებასთან დაკავშირებით
      • 9.10.2026
      • do3/11/1979
      • განსხვავებული აზრი
    • საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე
      • 6.10.2026
      • N1/1-1/1979
      • განჩინება
    • საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრი) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, "ფედერალისტური პარტია“, "გახარია საქართველოსთვის") საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე
      • 24.09.2026
      • N1979
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • ცვლილებები

  • Copied
ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი - პაატა ბარბაქაძე

დოკუმენტის ტიპი amicus curiae
ნომერი ac1979
ავტორ(ებ)ი პაატა ბარბაქაძე
თარიღი 19 ნოემბერი 2026

თქვენ არ ეცნობით სასამართლოს მეგობრის სააპლიკაციო ფორმის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი

 

1. საქმე/საქმეები რომლებთან დაკავშირებითაც სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრებაა შემოტანილი

კონსტიტუციური სარჩელი, ნომერი 1979, სარჩელის ავტორები საქართველოს პარლამენტის წევრები/სულ 88 წევრი/, პოლიტიკური პარტიების / ‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’ , ’’კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა’’, ‘’ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის’’, ‘’ფედერალისტური პარტია’’,გახარია საქართველოსთვის’’/საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე, სარჩელის შემოტანის თარიღი 24.09.2026

2. სასამართლოს მეგობრის მოსაზრება

 

ვარ საბჭოთა პერიოდში კერძო სამართლებლივი წესით წარმოშობილი, 1920 იანი წლებიდან საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირის - ‘’ცეკავშირის’’ /ს.კ.202238952/ დამფუძნებელი წევრის ხაშურის რაიკოოპერატივის/ს.კ.243854281/ დამფუძნებელი/მეპაიე/ და წარმომადგენელი. სამომხმარებლო კოოპერაციის ერთიან სისტემაში, ხაშურის რაიკოოპერატივი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა სახალხო მოხმარების პროდუქცით საცალო ვაჭრობის , საზოგადოებრივი კვების, სოფლის მეურნეობის ჭარბი პროდუქციის დამზადება გადამუშავების, პურის ცხობისა და სხვა საწესდებო მიზნების შესაბამისად რაიონის მოსახლეობის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების საქმეში. საწესდებო მიზნების მისაღწევად კოოპერატივი საქართველოს სსრ სამოქალაქო კოდექსის 97,98 მუხლების შესაბამისად ფლობდა კოოპერაციულ საკუთრებას, რომელსაც დღეს იცავს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონი ‘’სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ’’.

 

წინამდებარე მოსაზრების მიზანია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიეწოდოს დამატებითი ინფორმაცია და სამართლებლივი შეფასება იმ ფაქტობრივ გარემოებებზე რომლებიც დაკავშირებულია 2004-2012 წლებში განვითარებბულ მოვლენევბთან და რომელთა შეფასებას, არსებითი მნიშვნელობა აქვს განსახილველი კონსტიტუციური საკითხის სრულყოფილად შესწავლისთვის. ჩვენ არ წარმოვადგენთ არცერთი მხარის ინტერესს და არ ვითხოვთ საკითხის კონკრეტული შედეგით გადაწყვეტას. ვთვლით რომ ჩვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლების დაცვის კონტექსტში. საქმე უკავშირდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1999 წლის 23 თებერვლის # 2/70-10 გადაწყვეტილების სამართლებლივ არეალში მოხვედრილი უძრავი ქონების ჩვენ სასარგებლოდ აღსრულების შემდეგ, დიდი ალბათობით მის თვითნებურად ჩამორთმევას, კოოპერაციული საკუთრების ქონებრივ ურთიერთობებს, საკუთრებისა და ქონების რეგისტრაციის საკითხებს, ასევე შემდგომ განვითარებულ სისხლის სამართლებლივ პროცესებს . აღნიშნულის ერთობლივად შეფასება მნიშვნელოვანია იმის დასადგენად, თუ რამდენად იყო დაცული პირის საკუთრების უფლება და რამდენად შეესაბამებოდა სახელმწიფოს მოქმედებები სამართლებივი სასახელმწიფოსა და სამართლიანი სასამართლოს პრინციპებს.

 

ვინაიდან თვითონ სახელმწიფომ, კონკრეტულად გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილ დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა, ჩვენი განცხადებების შესაბამისად დაიწყო სისხლის სამართლებლივი დევნა ჩვენს მიმართ ძალოვანი სტრუქტურების მიერ განხორციელებულ შესაძლო დანაშაულის თაობაზე/ სის.ხ.სამ.საქმე #074050816801/ 2016 წლიდან და საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება ჯერ არაა მიღებული, ინფორმაციას მოგაწვდით მხოლოდ სასამართლოს იმ ბრძანებებსა და განჩინებებზე, დოკუმენტებზე რომლითაც დარღვეულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპები, აგრეთვე საკუთრების პრეზუმფციის მიმნიჭებელ უმნიშვნელოვან სახელმწიფო სტრუქტურის - სარეგისტრაციო სამსახურის მოქმედებებზე. ასევე დოკუმენტურად დადასტურებულ იმ გარემოებებზე, რამდენად შეეძლო სადაო პერიოდში კოოპერატივს დაეცვა თავისი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები ადმინისტრაციული და სასამართლო წესით. კერძოდ:

 

1. მას შემდეგ რაც 2006 წლის 13 მარტს შიდა ქართლის საოლქო პროკურატურაში უარი ვუთხარი კოოპერაციული ქონების ჩუქებაზე სპეციალურად შეკრებილ პროკურატურის და საფინანსო პოლიციის მაღალჩინოსნებს/ესწრებოდა გენ პროკურორის ზ. ადეიშვილის წარმომადგენელი/, 2006 წლის 04.05. ს შიდა ქართლის საოლქო პროკურატურაში ჩასულს იმის გასაგებად თუ რატომ მემუქრებოდნენ დაჭერით დამხვდა გამომძიებელი გ.ღამბაშიძე, რომელსაც სხვა დროს არსად შევხვედრივრ, შუამდგომლობით ჩემი დაპატიმრების შესახებ, რომელიც 2006 წლის 04 აპრილით იყო დათარიღებული გორის რაიონული სასამართლოსადმი. იმ დღესვე მომათავსეს # 5 საპყრობილეში . 2006 წლის 16 მაისს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლემ ნაკლებად მძიმე დანაშაულზე პატიმრობაში დამტოვა სისხლის სამართლის კოდექსში არ არსებული 2004 მუხლით. დანართში წარმოგიდგენთ ამ ბრძანებას.

 

2. ჩემი პატიმრობის პერიოდში ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურმა 2006 წლის 21 აგვისტოს სარეგისტრაციო წარმოებით /რეგ # 69.06.02147/ კოოპერატივის სახელზე 2002 წლის 23 10-ს კანონიერად რეგისტრირებული საკუთრება - ძვ.საკ.კოდ. 69.08.23.020- ‘’გადაუფორმა’’ პირს შ.პ.ს ‘’საქკოოპდამზადება მომსახურეობის დეპარტამენტს’’ რომელთანაც/ისევე როგორც სახელმწიფო ქონების სამმართველოსთან/ დღესაც კანონიერ ძალაშია ხაშურის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 20.09.-ს განჩინება მხარეთა მორიგებაზე/საქმე # 2.605-1 / და რომელიც ძალაში მყოფი უფლების დამდგენი დოკუმენტი იყო და არის ამ უძრავ ნივთზე დღესაც, ისევე როგორც ქ. ხაშურში იმერეთის ქუჩაზე 250 სავაჭრო ადგილზე მშენებარე აგრარული ბაზრის 1988 წლის 30.08. ის # 1881 მიღება ჩაბარების სახელმწიფო აქტი , ტექბიუროს ცნობა დახასიათება, 17777 კვ.მ მიწის ნაკვეთის შესყიდვის ქვითრები და საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა გაცემული 2002 წლის 23.02-ს რომლის ბათილობაც ვერავინ შეძლო. წარმოგიდგენთ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 03 აგვისტოს განჩინებას , რომლის გასაჩივრების უფლება მოსამართლემ არ მოგვცა, რითაც მიზანმიმართულად შეგვილახა სამართლიანი სასამართლოსადმი მიმართვის უფლება. აგრეთვე მოსამართლეს ამ განჩინებაში შეცვლილი აქვს უდაო გარემოება და ასკვნის რომ: ’’2005 წლის 6 ივლისს შესრულებულია უძრავი ქონების - საკოლმეურნეო ბაზრის ხაშურის რაიკოოპერატივზე რეგისტრაცია საჯარო რეესტრში’’... მაშინ როცა ეს რეგისტრაცია 2002 წლის 23 ოქტომბერსაა განხორციელებული რეგ # 69/02/00888 . წორედ 2006 წლის 03 აგვისტოს ეს განჩინება, რომლითაც საქმე არსებითად არ გადაწყვეტილა და ქონება უშუალოდ არავიზე გადასულა, რეგისტრატორმა სასწრაფო წესით უფლების დამდგენ დუკუმენტად დაურეგისტრირა ხსენებულ შ.პ.ს. ‘’საქკოოპდამზადება მომსახურეობის დეპარტამენტს’’-ს. არაუფლებამოსილ პირს. ასევე 2006 წლის 21 აგვისტოს # 69.06.02147 რეგისტრაციის უფლების დამდგენ დოკუმენტადაა დარეგისტრირებული 1999 წლის 6 დეკემბრის # 647 ბრძანებულებით პრეზიდენტის მიერ ძალადაკარგულად გამოცხადებული საქ. სსრ ცენტრალური კომიტეტის და მინ.საბჭოს 1987 წლის 19 მაისის #301 დადგენილება ‘’საქართველოს სს რესპუბლიკაში საკოლმეურნეო ბაზრების მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ’’. ახალი ‘’მესაკუთრის’’ მიერ წარდგენილი არცერთი უფლების დამდგენი დოკუმენტი არ პასუხობდა იმ დროს მოქმედი ‘’უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ საქართველოს კანონის’’ მუხლი 20.4 მოთხოვნებს. ამ ქონების სხვა პირზე გადაფორმების მომენტში კოოპერატივის ქონება დატვირთული იყო საგადასახადო იპოტეკით, რეგისტრატორმა ეს იპოტეკა საჯარო რეესტრის ახალ ამონაწერში არ დააფიქსირა და აგრარული ბაზრის ქონებაზე არ გაავრცელა, მიუხედავად იმისა, რომ ეს იპოტეკა წარმოშობილი იყო ბაზრის საქმიანობიდან. 2007 წელს საჯარო რეესტრის სუფთა ამონაწერით აღჭურვილმა შ.პ.ს. ‘’საქკოოპდამზადებამომსახურეობის დეპარტამენტმა’’ეკონომიკის სამინისტროს წერილობით აცნობა რომ ვითომდაც ვერ ინახავდა ქ.ხაშურში იმერეთის ქუჩაზე მდებარე ზარალიან ავარიულ აგრარულ ბაზარს/?!/ და თხოვდა გაესხვისებია იგი. ეკ. სამინისტრომ უფლებრივი ნაკლის მქონე უძრავი ქონება, რომელზეც არსებობდა კანონიერ ძალაში მყოფი 2002 წლის 20.09 ს განჩინაბა დავის საგანზე მხარეთა მორიგების თაობაზე/იხ დანართი/, სხვადასხვა შიდა მანიპულაციების შემდეგ 510 000 აშშ დოლარად გაასხვისა 2007 წლის 30 სექტემბრის აუქციონზე ისე რომ რაიკოოპერატივისთვის არც შენობის და არც მიწის ნაკვეთის ღირებულება არ გადაუხდია არავის.

 

3. მოგაწვდით ინფორმაციას თუ როგორ იზღუდებოდა იმ პირის უფლებები, რომელმაც გაბედა და უარი უთხრა ადეიშვილის უწყებას ქონების ჩუქებაზე, დაეცვა თავი ადმინისტრაციული და სასამართლოს წესით. საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საფინანსო პოლიციის გამომძიებელმა 2006 წლის 17.02 -ის #16/4/5/3/7-233 წერილით და არა სასამართლოს განჩინებით, მოთხოვა ‘’ცეკავშირისთვის,’’ რომლის საიდ კოდია 203822952 და რომელიც ხაშურის რაიკოოპერატივის ვალდებულებებზე პასუხს არ აგებს, შეეჩერებინა ქონების რეგისტრაცია და რაიმე ცნობების გაცემა. საჯარო რეესტრმა ‘’ცეკავშირზე’’ დაწესებული შეზღუდვა გაავრცელა ხაშურის რაიკოოპერატივზე და თითქმის 3 წლის განმავლობაში რაიკოოპერატივი საკუთრებას/აქტივებს ვერ იყენებდა საკუთარი ვალდებულებების შესასრულებლად და ვერ იცავდა საკუთრებას დადგენილი წესით. პარალელურად სამეწარმეო რეესტრის მწარმოებელმა ორგანომ გორის საგადასახადო ინსპექციამ 2006 წლის მაისიდან შეგვიჩერა ამონაწერების გაცემა თითქმის 2, 5 წლის განმავლობაში, ჩვენს მიმართ უკვე პატომრობაში მყოფს 2006 წლის 6 ივნისს დაწყილი კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოტივით/ საქმე # 92060750/ რის გამოც ამ პერიოდში ვერ ვიცავდით კანონით მონიჭებულ უფლებებს ადმინისტრაციული და სასამართლოს წესით. ამ საქმის გამომძიებელმა პირდაპირ მითხრა რომ შენ ‘’ლაითი’’ მუხლით ხარ პასუხისგებაში მიცემული და უფრო მკაცრი მუხლი უნდა მოგიყენოო. რამდენიმე სისხლის სამართლის აღძვრის მიზანი იყო რეგ.კოოპერატივის სრული განადგურება. 2008 წლის 30 სექტემბერს ეს სისხლის სამართლის საქმე შეწყდა დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო. ამ დროს ისე რომ გამოძიებამ ვერ დაადგინა კოოპერატივის მიერ აგრარული ბაზრის უკანონოდ ფლობის ფაქტი, ჩვენი აგრარული ბაზარი უკვე მესამე პირის საკუთრვბაში იყო თვითნებურად ‘’გადაფორმებული’.

 

როგორც ზემოთ მოგახსენეთ ამ საკითხების ირგვლივ ორჯერ გამოვიკითხე გენ პროკურატურაში დაწყილი გამოძიების ფარგლებში. მიწოდებული მაქვს დიდი მოცულობის მტკიცებულებანი. სამი განცხადებით მივმართე საქართველოს პარლამენტს საგამოძიებო კომისიას დაკითხვის მოთხოვნით. ჩვენი როგორც სასამართლოს მეგობრის აზრით, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს საკითხი, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს გენპროკურატურაში მიმდინარე გამოძიების საბოლოო შედეგს კონსტიტუციური დავის ფაქტობრივ საფუძველზე. თუ გამოძიების შედეგად დადგინდა ისეთი ახალი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც შეეხება ქონების რეგისტრაციას, სახელმწიფო ორგანოების მოქმედებებს სისხლისსამართლებლივი დევნის საფუძვლებზე ან სხვა არსებით გარემოებებს, აღნიშნულმა შედეგმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს იმ საკითხების შეფასებაზე, რომლებიც საკონსტისუციო სასამართლოს წინაშეა დასმული. ამიტომ მივიჩნევთ რომ აღნიშნული გარემოება სასამართლოსთვის ცნობადი უნდა იყოს და შეფასდეს საქმის განხილვისას იმ დონეზე, რა ფარგლებშიც ეს დასაშვებია საკონსტიტუციო სამართალწარმოების ფარგლებში/თუნდაც მოწმედ დაკითხვის სახით/.

 

ჩვენი მიზანი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოსთვის საქმის განხილვის შეჩერების ან კონკრეტული გადაწყვეტილების მოთხოვნა. ჩვენ როგორც სასამართლოს მეგობარი ყურადღებას ვამახვილებთ იმ გარემოებაზე, რომ სახელმწიფოს სხვა ორგანოში მიმდინარე სამართლებლივი პროცესი შესაძლოა დაკავშირებული იყოს იმ ფაქტობრივ გარემოებებთან, რომელთა კონსტიტუციურ- სამართლებლივი შეფასებაც სასამართლოს უწევს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს : ა) საკუთრების უფლების დაცვის გარანტიებს; ბ)სამართლიანი სასამართლოს უფლებას; გ)სამართლებლივი განსაზღვრულობის პრინციპს; დ) სახელმწიფო ორგანოების კანონიერებისა და უფლებამოსილების ფარგლებს ; ე) პირისათვის ეფექტიანი სამართლებლივი დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფას;

 

ამრიგად, აღნიშნულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ განსახილველი საკითხის სრულყოფილად შეფასებისთვის მნიშვნელოვანია 2004-2012 წლებში განვითარებული მოვლენების ერთობლივად, ურთიერთკავშირში განხილვა. მიმდინარე გამოძიების არსებობა და მისი შესაძლო შედეგი უნდა იქნეს გათვალისწინებული როგორც საქმის ფაქტობრივი კონტექსტის ნაწილი, რამდენადაც გენპროკურატურაში მიმდინარე გამოძიების საგანი შეიძლება უკავშირდებოდეს იმ გარემოებებს , რომლებიც კონსტიტუციური დავისთვის არსებითია. ჩვენ არ გამოვთქვავთ პოზიციას კონკრეტული პირის ბრალეულობის, უდანაშაულობის ან საქმის კონკრეტული შედეგით გადაწყვეტის შესახებ ჩვენი მიზანი მხოლოდ იმ ფაქტობრივი და სამართლებლივი გარემოებების წარმოჩენაა, რომელთა გათვალისწინება ხელს შეუწყობს კონსტიტუციური საკითხის სრულ ობიექტურ და ყოველმხრივ შეფასებას. საკონსტიტუციო სასამართლოს ვთხოვთ ,წინამდებარე მოსაზრებაში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებლივი გარემოებები გაითვალისწინოს განსახილველი კონსტიტუციური საკითხის შეფასებისას.

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ